ახალი მისამართი

May 12, 2009

http://garfge.wordpress.com

ველცომე:)


სტამბულის სურათები

April 20, 2009

სურათების ატვირთვა დავიწყე:

აია სოფია

სულთან აჰმედის მეჩეთი

თოფქაფის სასახლე

თუ ბი ქონთინიუდ:)


ბლოგური

April 10, 2009

გუშინ დილის 4 საათზე როგორც იქნა ჩამოვაღწიე თბილისამდე. ერთ-ორ დღეში სურათების გადარჩევას დავიწყებ (დაახლოებით ერთი გიგაბაიტია) და ავტვირთავ სადმე, შეიძლება როდესმე ვიდეოებისთვისაც მოვიცალო.

ამასობაში ნელ-ნელა მივდივარ საბოლოო დასკვნამდე იმის შესახებ, თუ როგორი ბლოგი მინდა რომ მქონდეს. ახალი ბლოგი იქნება ცოტა უფრო ”ვიწროსპეციალიზირებული” და დალაგებული, იმედია საინტერესოც. ჯერ ვორდპრესზე იქნება და შემდეგ, თუ არ შევეშვი, დომეინს გამოვუყოფ. როდესაც სტამბულზე მოვამზადებ პირველ ჩანაწერებს, ლინკებს დავყრი აქ.


წავედი თურქეთში

April 2, 2009

ერთი კვირით.


Travel Tips

March 30, 2009

შეიძლება ეს ყველასთვის ცნობილია და მარტო მე ვარ ასეთი ბანძი, მაგრამ: თურქეთის ავიახაზებში ბილეთის საფასურს პლასტიკური ბარათით თუ გადაიხდით, ბილეთის გაუქმების ან უფრო იაფზე გადაცვლის შემთხვევაში, მორჩენილ თანხას ვერ გიბრუნებენ. ცოტა არ იყოს უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ რას ვიზამ:)


Home Alone

March 27, 2009

დღე მეხუთე: ორგანიზმმა პილმენის დანახვაზე ინტოქსიკაციის სიმულირება ისწავლა. ვაგრძელებთ დაკვირვებას.


კოზანოსტრული

March 26, 2009

როგორც იქნა დავხურეთ ორი წლის წინ მეგობრებთან ერთად ექსპერიმენტის სახით წამოწყებული საქმე (სიტყვა ბიზნეს საკუთარ თავთან მიმართებაში სერიოზულად ვერ აღვიქვამ:)). აქტივში – საინტერესო გამოცდილება და ფინანსური გამართლება. პასივში – დაწყვეტილი ნერვები, ჭაღარა, უძილობა და კილოობით შეჭმული წამლები. საბოლოო დასკვნა – არ ვნანობ, მაგრამ საჩემო არ არის.

მირჩევნია ნაკლები შემოსავალი მქონდეს, ვიდრე საკუთარ ფირმას ვუძღვებოდე. პოფიგიზმმა და ჰიპენგიოფობიამ ჩემს ორგანიზმში საერთო ენის გამონახვა მოახერხეს, თანაც დასაშვებზე მაღალი კონცენტრაციით. მოკლედ ჯერ ვისვენებ – ჩემს მეორე სამსახურში:)

Current Mood:

Над рекою плачут ивы,
Низко головы склоня,
Я продал свои активы,
Отъебитесь от меня…
© Норвежский Лесной

relaxcata


ფეხბურთი ქალის თვალით

March 16, 2009

დიდი სურათი.


ეკზორცისტული

March 12, 2009

ყველა, ვინც სამსახურეობრივი დანიშნულების სურათებს ვორდის ფაილში ჩასმულებს მიგზავნის, ჯოჯოხეთში მოხვდება. ვიცი.


პანდა

March 12, 2009

Follow

Get every new post delivered to your Inbox.